Nations Cup | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დასახელდა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა, ივლისში გასამართი მსოფლიო რაგბის ერთა თასის მატჩებისთვის 34-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
პიერ-ანრი ბრონკანის სატურნირო შემადგენლობაში 21 მორკინალი და 13 ხაზის მოთამაშე მოხვდა. ფრანგ სპეციალისტს ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი ურუგვაის წინააღმდეგ ექნება - ბორჯღალოსნები 4 ივლისს მონტევიდეოში ურუგვაის დაუპირისპირდებიან. 11 ივლისს სამოას შეერკინებიან, ხოლო ამერიკულ ტურნეს 18 ივლისს სანტიაგოში, ჩილესთან მატჩით დაასრულებენ.
ბორჯღალოსნების რაზმი
პირველი ხაზი: გიორგი ახალაძე (კლერმონი, ბაღდათის ‘დათვები’), ლაშა ფხაკაძე (ნევერი, წყალტუბოს ‘დინოზავრი’), ნიკა აბულაძე (მონპელიე, ბოლნისის ‘ყოჩები’), ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი, თბილისის ‘ლელო’), ლუკა პეტრიაშვილი (ნევერი, თბილისის ‘ხვამლი’), ვახტანგ ჯინჭარაძე (შავი ლომი, ჩოხატაურის ‘ღონე’), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი, თბილისის ‘ლელო’), ბაჩუკი ჭუმბაძე (ექსეთერი, თბილისის ‘ხულიგანა’), გიორგი პერტაია (გრენობლი, თბილისის ‘ლელო’).
მეორე ხაზი: ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი, თბილისის ‘ლელო’), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, ქუთაისის ‘აია’), კოტე მიქაუტაძე (ბრივი, მარნეულის ‘არმაზი’), გიორგი ჯავახია (ანგულემი, ფოთის ‘კოლხი რაინდები’);
მესამე ხაზი: ოთარ გიორგაძე (შავი ლომი, ქუთაისის ‘აია’), ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი, თბილისის ‘წიქარა’), ილია სპანდერაშვილი (ვალანსი, თბილისის ‘არმია’), თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, თბილისის ‘ხულიგანა’), იოანე იაშაღაშვილი (მონ დე მარსანი, კიკეთის ‘იუნკერები’), რატი ზაზაძე (ნევერი, მარნეულის ‘არმაზი’), ბექა შვანგირაძე (ლიონი, ქუთაისის ‘აია’), ანდრო დვალი (პერპინიანი, თბილისის ‘ლელო’);
ჰავბეკი: ვასილ ლობჟანიძე (ოიონა, მარნეულის ‘არმაზი’), მიხეილ ალანია (ვანი, თბილისის ‘ჩოხოსნები’);
მგეზავი: თედო აბჟანდაძე (ორიაკი, ქუთაისის ‘აია’), ლუკა მატკავა (ოიონა, ფოთის ‘კოლხი რაინდები’);
ცენტრი: გიორგი კვესელაძე (შავი ლომი, კიკეთის ‘იუნკერები’), გიორგი შველიძე (ბრივი, ‘მონტბეტონი’ საფრანგეთი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, თბილისის ‘ლელო’), გიორგი ხაინდრავა (ბორდო, თბილისის ‘ლელო’), ხვიჩა ჯგერენაია (ტიმიშუარა, ‘კრედო 63’ უკრაინა);
ფრთა: აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, თბილისის ‘ლელო’), რომა მახათაძე (შავი ლომი, ბოლნისის ‘ყოჩები’);
ფულბეკი: დავით ნინიაშვილი (ლა როშელი, თბილისის ‘ხვამლი’), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი, თბილისის ‘ლელო’).