ჩელენჯ ქაფის ფინალურ შეხვედრაში ,,ლიონმა” ფრანგული ,,ტულონი” 30:12 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
მატჩში სრულად ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების 19 წლის მორაგბემ – დავით ნინიაშვილმა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ბექა საღინაძემ კი ფინალი ტრავმის გამო გამოტოვა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მატჩში, პირველი ტაიმის ბოლოს ლელო დათუნა ნინიაშვილმა დადო, თუმცა მას ლელო ვიდეო რეფერიმ გაუუქმა.