ნინიაშვილი Top 14-ის მე-16 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
8 თვის წინ
რაგბი
1 წთ
საფრანგეთის Top 14-ის მე-16 ტურის შეხვედრაში, "ლიონისა" და "ოიონას" დაპირისპირება შედგა. ლიონში გამართული მატჩი, მასპინძლების დამაჯერებელი გამარჯვებით, 43:26 დასრულდა.
"ლიონის" გამარჯვებაში ლომის წილი დავით ნინიაშვილმა დაიდო, რომელმაც ფენომენალური მატჩი ჩაატარა. ქართველმა ვარსკვლავმა ორი ულამაზესი ლელო გაიტანა და მატჩში საუკეთესო იყო. ნინიაშვილის ბრწყინვალე თამაშმა უყურადღებოდ არ ჩაიარა და ჯერ ავტორიტეტული სპორტული გამოცემის სიმბოლურ გუნდში მოხვდა, შემდეგ კი, ტურის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.
ნინიაშვილმა "ოიონას" წინააღმდეგ,2 ლელო გაიტანა, 10 მცველი მოატყუა, 4 ბოჭვა შეასრულა და ბურთი 20-ჯერ წაიღო.