ნინიაშვილი ჯგუფური ეტაპის საუკეთესო თხუთმეტეულში მოხვდა
2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, საერთაშორისო სტატისტიკურმა სააგენტომ საუკეთესო თხუთმეტეული გამოავლინა.
ჯგუფურ ეტაპზე დაფიქსირებული სტატისტიკის მიხედვით, OptaJonny-ს სიმბოლურ გუნდში, 10 ქვეყნის 15 მორაგბე დასახელდა და ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის გარემოება, რომ საუკეთესოთა შორის დავით ნინიაშვილიც მოხვდა.
OptaJonny-ს სიმბოლური გუნდი
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. დამიან პენო, 13. გარი რინგროუსი, 12. ბანდი აკი, 11. უილ ჯორდანი, 10. მატიუ ჟალიბერი, 9. სემუელ მარკეში
შერკინება: 1. ანგუს ბელი, 2. პეტო მაუვაკა, 3. ბენ ტამეიფუნა, 4. ტად ბირნი, 5. ტეო მაკფერლენდი, 6, მანუელ არდაო, 7. ნიკოლას მარტინსი, 8. ლორენცო ქანონე.
XV - Here is the Team of the Pool Stage for #RWC2023 based on the Opta Index, 10 nations are represented in the line-up and @IrishRugby's Bundee Aki is the top ranked player. Selection. pic.twitter.com/us8656cmlF
— OptaJonny (@OptaJonny) October 9, 2023