ნიკა ამაშუკელი ჩემპიონთა თასის ფინალს იმსაჯებს
საუკეთესო ქართველი არბიტრი, ნიკა ამაშუკელი ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალური მატჩის მთავარ მსაჯად დაინიშნა. 24 მაისს, 17:45 საათზე, უპრესტიჟულესი ევროპული საკლუბო ტურნირის ფინალში, ინგლისური "ნორთჰემპტონისა" და ფრანგული "ბორდოს" დაპირისპირება შედგება.
აღსანიშნავია, რომ ევროპულ საკლუბო ტურნირებზე (ჩემპიონთა თასი / ჩელენჯ ქაფი) ამაშუკელმა უკვე იმსაჯა 1/2-ფინალური და 1/4-ფინალური მატჩები. ასევე, ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, აგვისტოში, ქართველი არბიტრი ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების შეხვედრას იმსაჯებს, რომელიც ავტრალიის წინააღმდეგ იქნება. ამაშუკელი აღნიშნული ტესტების დაპირისპირების მესამე მატჩს წარუძღვება. მთლიანობაში ნიკა ამაშუკელი ზაფხულის ტესტ-მატჩებზე 8 დაპირისპირებაზე იმუშავებს.
ნიკა ამაშუკელის მატჩების განრიგი
24 მაისი | ნორთჰემპტონი Vs. ბორდო | მთავარი არბიტრი
20 ივნისი | ბრიტანელი & ირლანდიელი ლომები Vs. არგენტინა | პირველი ასისტენტი
5 ივლისი | მაორი ოლ ბლექსი Vs. შოტლანდია | მთავარი არბიტრი
9 ივლისი | ბრამბისი Vs. ბრიტანელი & ლომები | მეორე ასისტენტი
12 ივლისი | ავსტრალია-ზელანდია XV Vs. ბრიტანელი & ირლანდიელი ლომები | პირველი ასისტენტი
19 ივლისი | ავსტრალია Vs. ბრიტანელი & ირლანდიელი ლომები | პირველი ასისტენტი
22 ივლისი | პირველი ერები & პასიფიკა Vs. ბრიტანელი & ირლანდიელი ლომები | მთავარი არბიტრი
26 ივლისი | ავსტრალია Vs. ბრიტანელი & ირლანდიელი ლომები | პირველი ასისტენტი
2 აგვისტო | ავსტრალია Vs. ბრიტანელი & ირლანდიელი ლომები | მთავარი არბიტრი