Belive

ნიკა ამაშუკელი ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების შეხვედრას განსჯის

2 კვირის წინ რაგბი
1 წთ

ნიკა ამაშუკელი მორიგ მნიშვნელოვან შეხვედრას განსჯის. ქართველი არბიტრი ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების შეხვედრას იმსაჯებს, რომელიც ავტრალიის წინააღმდეგ იქნება. ამაშუკელი აღნიშნული დაპირისპირების მესამე მატჩს წარუძღვება.

ჩემთვის დიდი პატივია ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ავსტრალიურ ტურნეზე საქართველოს წარმოვადგენდე. - განაცხადა ნიკა ამაშუკელმა

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ნიკა ამაშუკელისთვის ეს 30-ე ტესტ მატჩი იქნება.

სხვა სტატიები