Belive

ნიდერლანდების რაგბის კავშირი | საქართველოში თბილ დახვედრას ველით

2 წლის წინ რაგბი
2 წთ
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების უკანასკნელი ტურის შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნიდერლანდებს დაუპირისპირდა. "ბორჯღალოსნებისა" და "ნარინჯისფერების" დაპირისპირება, 26 ივნისს, 17:00 საათზე გაიმართება. ისტორიაში პირველად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მატჩს თელავი უმასპინძლებს. კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე "კავკასიონი არენაზე" გულშემატკივართა მხოლოდ 30% დაიშვება. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ, ნიდერლანდების რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელი სტატია გამოქვეყნდა და "ნარინჯისფერების" შემადგენლობა დასახელდა. ნიდერლანდელები აღნიშნავენ, რომ საქართველოში თბილ დახვედრას ელიან და სარაგბო თვალსაზრისით უდიდესი გამოცდილების მიღების იმედს გამოთქვავენ. ბელგიასთან მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავად ნიდერლანდებს საკმაოდ მცირე დრო ჰქონდა. ძალიან მალე მოგვიწია იმის გააზრება, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, ტრიუმფატორ საქართველოსთან გვიწევდა დაპირისპირება, რომელიც დაუმარცხებლად ასპარეზობს. საქართველი უდიდესი სარაგბო კულტურის მატარებელი ქვეყანაა. "ბორჯღალოსნებს" ზურგს გულშემატკივართა არმია უმაგრებს. საქართველო საკმაოდ კარგად ასპარეზობს და მსოფლიო რეიტინგში მე-12 პოზიციაზე იმყოფება. 24-ე ადგილზე მყოფ ნიდერლანდების მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს უდიდესი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა აქვს. მრავალი წლის განმავლობაში ქართველებმა უძლიერესი ფიზიკური მონაცემებით გაითქვეს სახელი და ეს კომპონენტი განსაკუთრებით საყურადღებოა.
Teamopsteling--1024x1024

"ბორჯღალოსნებისა" და "ნარინჯისფერების" მატჩს კავკასიონის მთის ძირში გაშენებული ულამაზესი ქალაქი - თელავი უმასპინძლებს. ქართველმა კოლეგებმა შეგვატყობინეს, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საშინაო მატჩს თელავში პირველად მართავს. სამწუხაროდ, კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე მატჩზე გულშემატკივართა 100%-იანი დასწრება არ იქნება, თუმცა საქართველოში თბილ დახვედრას ველით.

სხვა სტატიები