Belive

ნეჰე მილნერ-სკადერი სუპერ რაგბის დაუბრუნდა

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
29 წლის ახალ ზელანდიელი მორაგბე - ნეჰე მილნერ-სკადერი სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას "ჰაილენდერსში" გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მილნერ-სკადერი "ჰაილენდერსის" ღირსებას მიმდინარე სეზონის ბოლომდე დაიცავს. 1 წლიანი განშორების შემდეგ, ოლ ბლექსის მორაგბე კვლავ სამშობლოში დაბრუნდა. 2015-19 წლებში, მილნერ-სკადერი "ჰარიკეინსის" ღირსებას იცავდა, რის შემდეგაც ფრანგულ "ტულონში" გადავიდა. ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების რიგებში მილნერ-სკადერს 13 კეპი და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული აქვს მოხვეჭილი.

სხვა სტატიები