RUGBY WORLD | დავით ნინიაშვილის აღზევება
მსოფლიო რაგბის ჟურნალი RUGBY WORLD საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და "ლიონის" ვინგერის - დავით ნინიაშვილის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გავლენიანი გამოცემა, ახალგაზრდა ქართველი მორაგბის პროგრესს ეხმაურება და ნინიაშვილის წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ წერს. ამომავალი ვარსკვლავი ევროპის მასშტაბით ბრწყინავს დავით ნინიაშვილი ზედმეტად მორცხვია, როდესაც საქმე ეხება კითხვას, თუ რას თვლის მის ძლიერ მხარედ. მაგრამ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებსა და "ლიონში" მისი თანაგუნდელი - ბექა საღინაძე, აღნიშნავს: "სისწრაფე, ძლიერი შეტევა და მაღალი ბურთებისათვის ბრძოლა". ქვეყნისა და კლუბისათვის საბედნიეროდ, ნინიაშვილი მოედანზე ამ თვისებების გამოვლენას არ ერიდება. ევროპის "ჩელენჯ ქაფზე" "ლიონის" ტრიუმფალური სვლის დროს, ნინიაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ორჯერ დასახელდა - ჯგუფურ ეტაპზე, "პერპინიანისა" და 1/4-ფინალში, "გლაზგო უორიორსის" წინააღმდეგ, სადაც ორი ლელო მიითვალა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში, ნინიაშვილის დებიუტი 2020 წელს, 18 წლის ასაკში, ირლანდიის წინააღმდეგ შედგა. კარგი მოსწავლე, რომელსაც შეუძლია, როგორც ფრთაზე - ასევე ფულბეკის პოზიციაზე თამაში. თავდაპირველად, ნინიაშვილი ნაკრებში 17 წლის ასაკში გამოიძახეს, თუმცა, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, U20 რაგბის მსოფლიო თასი გაუქმდა და ნინიაშვილს ახალგაზრდულ ასპარეზზე საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება არ მიეცა. მიუხედავად ამისა, 2020 წელს, ლევან მაისაშვილმა იგი "ბორჯღალოსანთა" გაფართოებულ შემადგენლობაში დაასახელა. რამდენიმე თვის შემდეგ, "ავივაზე", ირლანდიის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, ნინიაშვილი მარქაფიდან ჩაერთო და მაისაშვილი აღაფრთოვანა.
"როდესაც ნინიაშვილს პირველად ვენდე, ყველაზე მეტად ის დავაფასე, რომ შეცდომებმა, რომლებიც დაუშვა მასზე ნეგატიურად არ იმოქმედა - პირიქით, ფოკუსირება დაკისრებულ მოვალეობაზე მოახდინა", - აღნიშნავს "ბორჯღალოსანთა" მთავარი მწვრთნელი, როდესაც საუბრობს ვინგერის უნარებზე, რომ შეცდომები უკან მოიტოვა. "ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული თვისება, რომელიც გამოცდილ მოთამაშეს გამოუცდელისაგან განასხვავებს". მაისაშვილი აგრეთვე ახსენებს იმ გარემოებას, თუ რა კარგად ეხმაურება ამომავალი ვარსკვლავი შენიშვნებსა და დარიგებებს - იქნება ეს მწვრთნელებისაგან თუ თანაგუნდელებისგან. "არ მახსოვს მისთვის ერთი და იგივე შეცდომაზე ორჯერ მიმეთითებინოს". ნინიაშვილმა "ლიონშიც" სრულყოფილად დაიმკვიდრა თავი, სადაც თავდაპირველად აკადემიის მორაგბედ განიხილებოდა და 2021/22 წლების სეზონში, ესპუარების გუნდში უნდა ეასპარეზა. ნინიაშვილი ძირითად გუნდში დამკვიდრდა - ტოპ 14-ში 10-ზე მეტ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ევროსარბიელზე, "ლიონის" ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა. ნინიაშვილმა მნიშვნელოვანი ლელოების დადებაც შეძლო. მაგალითად, "რასინგ 92"-ის წინააღმდეგ, 78-ე წუთზე დადებული გამარჯვების მომტანი ლელო და "გლაზგო უორიორსის" წინააღმდეგ დადებული ორი ლელო. სეზონის ბოლოს, "ბარბაროსებმა" ნინიაშვილს "ტვიქენჰემზე", ინგლისის წინააღმდეგ გასამართი მატჩისათვის უხმეს. (დავით ნინიაშვილი და ბექა გიგაშვილი გახდნენ მე-10 და მე-11 "ბორჯღალოსნები", რომელთაც "ბარბაროსების" კვართი მოირგეს. ინგლისი "ბააბასთან" 21:52 განადგურდა და ნინიაშვილმა თავი ბრწყინვალე თამაშით გამოიჩინა).What a moment for Georgia's 18-year-old fullback Davit Niniashvili winning a turnover penalty on his Test debut off the bench against Ireland last weekend. Niniashvili was playing for the Georgia U18s just last year. pic.twitter.com/rGreXFFpQe — Murray Kinsella (@Murray_Kinsella) December 1, 2020
"ტოპ 14-ში ასპარეზობა, ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო", - ამბობს ნინიაშვილი, რომელმაც რაგბის თამაში 8 წლის ასაკში, სარაგბო კლუბ "ხვამლში" დაიწყო. ახალგაზრდულ ასაკში ნინიაშვილი ცურვით, ფეხბურთითა და კალათბურთითაც ინტერესდებოდა, მაგრამ, მეგობრებმა და რაგბიში დამყარებულმა ურთიერთობებმა, მას არჩევანი ოვალურ ბურთზე შეაჩერებინა. ამიტომ გასაკვირი არაა, როდესაც ნინიაშვილი ამბობს, რომ საფრანგეთში გადასვლაში საღინაძე დაეხმარა. "ის "ლიონში" ადაპტაციის გავლაში დამეხმარა. ნამდვილად მსიამოვნებს აქ თამაში და ცხოვრება". პირველხაზელებმა დიდი ხანია გაიარეს გზა საქართველოდან ტოპ 14-მდე, მაგრამ, უკანასკნელ პერიოდში მათ უკანახაზელები, მგეზავები და ფრთის მოთამაშეებიც უერთდებიან... "ბორჯღალოსნები" შესაძლოა ძლიერი ბურჯებითა და წარმოუდგენლად ძლიერი შერკინებით იყვნენ განთქმული, მაგრამ ნინიაშვილის მსგავსი მოთამაშეები ხაზს უსვამენ, რომ მათ მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერ პოზიციაზე იდეალურად შეუძლიათ თამაში. თუ მომავალ წელს, რაგბის მსოფლიო თასზე, საქართველოს მორაგებთა ეროვნულ ნაკრებს ჯგუფური ეტაპის დაძლევა სურს, "ბორჯღალოსნები" ბურთით ხელში ისეთივე საფრთხეს უნდა წარმოადგენდნენ, როგორსაც საჯარიმოებში და შერკინებაში. ნინიაშვილი ორივე ელემენტის აუცილებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს: "ჩემთვის ეს რაგბის პირველი მსოფლიო თასი იქნება და ვიმედოვნებ, რომ ჩემს საუკეთესო თვისებებს გამოვავლენ".A quarter-final brace for Davit Niniashvili 🔥 His MOTM performance proved the difference for @LeLouRugby yesterday 👏 Extended #ChallengeCupRugby highlights ➡️ https://t.co/ulJtx3afib pic.twitter.com/nhKg7h9tR9 — EPCR Challenge Cup (@ChallengeCup_) May 8, 2022
მას აქვს მკაფიო წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რისი მიღწევა სურს, როგორც მოთამაშეს და ამ ყველაფერს მაისაშვილიც ამჩნევს: "ის ყველაფერს აღწევს, რასაც მიზნად დაისახავს. მისი სწრაფი ადაპტირება (სანაკრებო მატჩებზე) მისმა მებრძოლმა ბუნებამ განაპირობა - ის, ვინც ვერ ბედავს - შედეგსაც ვერ აღწევს. აღსანიშნავია, მისი შრომისმოყვარეობა და შეუპოვრობა". "შრომისმოყვარეობა ნამდვილად მისი უძლიერესი მხარეა. ნინიაშვილი თავმდაბალი და თვითკრიტიკულია, კარგი კომუნიკაციით გამოირჩევა და შესანიშნავი ანალიტიკური უნარები აქვს. ის კარგია კონტაქტის ზონაში, ფეთქებადია და თამაშში ლიდერული თვისებების გამოვლენა უყვარს". სამუშაო ეთიკა არის ის, რასაც ნინიაშვილი ეხმაურება და ხვდება, რა არის საჭირო იმისათვის, რომ სპორტის ამ სახეობის მწვერვალზე აღმოჩნდეს. მისი თამაშის მუდმივი განვითარების პარალელურად, ის კარგი მზარეულია და ზუსტად იცის რა ინგრედიენტებია საჭირო იმისათვის, რომ გახდეს ეროვნული და მსოფლიო დონის ვარსკვლავი.10 - @LeLOURugby's Davit Niniashvili beat 10 defenders against Toulon, the most recorded in a @ChallengeCup_ final since Opta have recorded this data (2009/10); overall, he topped the charts this season for defenders beaten (24), breaks (8), metres (689) and offloads (14). Star. pic.twitter.com/edIFae5x5O — OptaJonny (@OptaJonny) May 30, 2022