საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცმა - მილტონ ჰეიგმა მსოფლიო თასისთვის 38 კაციანი, გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. შემადგენლობაში ვერ მოხვდა ინგლისური "ვოსპსის" მარცხენა ბურჯი - ზურაბ ჟვანია .
გთავაზობთ ბორჯღალოსნების გაფართოებულ შემადგენლობას 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც სტარტს 20 სექტემბერს აიღებს, ხოლო საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატში 23 სექტემბერს ჩაერთვება.
შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი, კარლენ ასიეშვილი, გურამ გოგიჩაშვილი, გიორგი თეთრაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, შალვა მამუკაშვილი, ვანო კარკაძე, გიორგი ჭყოიძე, ლევან ჩილაჩავა, ბექა გიგაშვილი, ლაშა ტაბიძე, გიორგი მელიქიძე, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ნემსაძე, შალვა სუთიაშვილი, ნოდარ ჭეიშვილი, ბექა საღინაძე, დავით გიგაური, გრიგორ ქერდიყოშვილი, ლაშა ლომიძე, ოთარ გიორგაძე, საბა შუბითიძე, გიორგი თხილაიშვილი, გიორგი ცუცქირიძე, ბექა ბიწაძე, ბექა გორგაძე.
ხაზი: ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, გიორგი ბეგაძე, ლაშა ხმალაძე, თედო აბჟანდაძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, გიორგი აფციაური, ლაშა მალაღურაძე, ზურაბ ძნელაძე, მერაბ შარიქაძე, თამაზ მჭედლიძე, დავით კაჭარავა, გიორგი კვესელაძე, მირიან მოდებაძე, ალექსანდრე თოდუა, მერაბ კვირიკაშვილი, იოსებ მათიაშვილი.