მსოფლიოს საკლუბო რეიტინგში შავი ლომი 43-ე ადგილს იკავებს
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
The Rugby Centre განახლებულ საკლუბო რეიტინგს აქვეყნებს, სადაც "შავი ლომი" 43-ე პოზიციას იკავებს. აღსანიშნავია, რომ "გლოსტერთან" მარცხის შემდეგ, გამოცემამ პირველი პროფესიონალური ქართული ფრენჩაიზი 4 პოზიციით დააქვეითა.
რეიტინგის სათავეში კვლავ ზელანდიური და ირლანდიური კლუბები იმყოფებიან. "კრუსეიდერსი" პირველობას არავის უთმობს, მეორე ადგილს "ჩიფსი" იკავებს, ხოლო "ლენსტერი" მესამეა. მე-4 პოზიციაზე "მანსტერი" იმყოფება, ხოლო მეხუთე ადგილს "ბლუზი" იკავებს.