მსოფლიო თასისთვის ბორჯღალოსნებმა ახალი ფორმა წარადგინეს
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
საქართველოს რაგბის კავშირი, სოციალურ ქსელ "instagram"-ზე ახალი, მსოფლიო თასისთვის განკუთვნილი სათამაშო ფორმების ფოტოებს ავრცელებს.
სწორედ ამ ფორმებით იასპარეზებენ "ბორჯღალოსნები" მსოფლიო თასზე.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, C-ჯგუფში - ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და პორტუგალიის წინააღმდეგ იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე პირველ მატჩს 9 სექტემბერს, ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.