რუსეთის სარაგბო ჩემპიონატში საკმაოდ ბევრი ქართველი ასპარეზობს, სლავა ერთ-ერთი რუსული კლუბია, რომელშიც ყველაზე მეტი ქართველი თამაშობდა. რევაზ ბროძელი, მიხეილ ორაგვალიძე, ტარიელ დონაძე, და რობერტ სუთიძე - ეს იმ ქართველთა ჩამონათვალია, რომლებიც მოსკოვურმა კლუბმა გუნდიდან დაითხოვა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ კლუბის მთავარი მწვრთნელი ქართველი - გია ამირხანაშვილია.
ჯერჯერობით უცნობია მიზეზი, თუ რატომ დატოვეს ქართველებმა რუსული კლუბი, თუმცა როგორც ცნობილია, ორაგველიძე, ბროძელმა და დონაძემ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვეს კლუბი.
რაც შეეხება კლუბის მთავარ მწვრთნელს - გია ამირხანაშვილს, მან კლუბთან ახალი კონტრაქტი გაახანგრძლივა, რის საფუძველზეც იგი 2020 წლამდე ჩაუდგება მოსკოვურ კლუბს სათავეში.
ქართველმა მორაგბეებმა კლუბები უკვე იპოვეს, მაგალითისთვის: რევაზ ბროძელმა და ტარიელ დონაძემ რუსულ "ლოკომოტივთან" კონტრაქტს მოაწერეს ხელი, რობერტ სუთიძემ კი რუსულ "კრასნი იართან" მოაწერა კონტრაქტს ხელი.