მატკავა საფრანგეთში?! - Rugbypass ქართველების შესაძლო ტრანსფერებზე წერს
8 თვის წინ
რაგბი
1 წთ
ცნობილი სარაგბო გამოცემა "Rugbypass", სეზონის დასრულების შემდეგ, ქართველი მორაგბეების შესაძლო ტრანსფერებზე წერს.
'Rugbypass"-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მგეზავები - ლუკა მატკავა და თედო აბჟანდაძე კლუბებს შეიცვლიან.
"მონტობანში გატარებული ორი სეზონის შემდეგ, თედო აბჟანდაძე "ორიაკისთვის" ნომერ პირველი პრიორიტეტია. 24 წლის ქართველი მორაგბე მიმდინარე სეზონში მცირე სათამაშო დროით სარგებლობს. იგი ჩამოშორდა "მონტობანში" სასტარტო შემადგენლობას და გარემოს შეცვლა შესაძლოა სწორი გადაწყვეტილება იყოს მოთამაშისთვის.
რაც შეეხება ტალანტს - ლუკა მატკავას, "შავი ლომის" შემადგენლობაში გატარებული სამი სანახაობრივი სეზონის შემდეგ, მისი ტრანსფერით პრო D2-ის კლუბები ინტერესდებიან. მატკავას მსურველები: "გრენობლი; "ოიონა" და "პროვანსი" არიან.
ახალგაზრდა ათიანმა, რაგბის მსოფლიო თასის გასული ოთხი მატჩიდან სამში ძირითადიდან დაიწყო. შემადგენლობიდან ამოაგდო აბჟანდაძე და გახდა მთავარი მგეზავი რიჩარდ კოკერილის საქართველოს ნაკრებში.
- ვკითხულობთ Rugbypass-ზე
შეგახსენებთ, რომ ლუკა მატკავა ახლა "შავი ლომის" ღირსებას იცავს, თედო აბჟანდაძე კი "მონტობანის" შემადგენლობაში ირიცხება და სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.