მორიგი საინტერესო სტატისტიკა, სადაც ბორჯღალოსნებიც მოხვდნენ
2023 წლის რაგბის მსოფლიო თასი დასკვნით ფაზაში შედის. 20 და 21 ოქტომბერს ნახევარფინალური მატჩები გაიმართება, სადაც ფინალისტებიც ვინაობა გახდება ცნობილი.
რაგბის მსოფლიო თასის ოფიციალურ ვებგვერდზე საინტერესო სტატისტიკა განთავსდა. მსოფლიო პირველობის წარმომადგენლებმა, სუფთა სათამაშო დროის მიხედვით 10 საუკეთესო მატჩი გამოავლინეს და განსაკუთრებით სასიხარულაო ის გარემოება, რომ საუკეთესო ათეულში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების 2 მატჩი მოხვდა.
ფიჯისა და საქართველოს მატჩში, ბურთი თამაშში 37.49 წუთის, ხოლო საქართველოსა და უელსის მატჩში - 39.24 წუთის განმავლობაში იყო, რაც მეორე საუკეთესო მაჩვენებელია. ყველაზე მაღალი შედეგი ირლანდიისა და ახალი ზელანდიის დაპირისპირების დროს დაფიქსირდა, სადაც სუფთა სათამაშო დრო 41.54 წუთი დაფიქსირდა.
Leading the way with 41 minutes of ball-in-play time 🤯#RWC2023 | #GameChangers | @Capgemini pic.twitter.com/191WvZT2OK
— Rugby World Cup (@rugbyworldcup) October 18, 2023