Belive

"მხოლოდ 22 წლისაა და ტოპ 14-ის აღიარებული ვარსკვლავია" - Rugbyrama ნინიაშვილზე

4 დღის წინ რაგბი
1 წთ

საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-15 ტურის შეხვედრაში, "ბორდოსა" და "ლიონის" დაპირისპირება გაიმართა. ბორდოში, "შაბან დელმასზე" მასპინძლები 20:22 დამარცხდნენ და "ლიონის" გამარჯვებაში ლომის წილი დავით ნინიაშვილმა დაიდო, რომელმაც მე-4 წუთზე ბრწყინვალე ლელო გაიტანა.

ნინიაშვილის კარგ თამაშს უყურადღებოდ არ ჩაუვლია. ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა Rugbyrama ქართველ ვარსკვლავს მე-15 ტურის საუკეთესო მოთამაშედ ასახელებს და მასზე ვრცელ სტატიას წერს.

დავით ნინიაშვილი მუდმივად ამართლებს იმ შეხედულებებს, რომელიც ქართველი მორაგბეების მიმართ გვაქვს. უბრალოდ უმაღლესი კლასის მოთამაშეა. ვფიქრობთ, რომ ნინიაშვილი ნებისმიერ ტურნირზე, ნებისმიერი გუნდისა თუ ნაკრების შეუცვლელი ვარსკვლავი იქნებოდა, რაც არ უნდა დიდი ამბიციები გააჩნდეს ამ გუნდს.

შაბათს საღამოს, "შაბან დელმასზე" 32.000 გულშემატკივარი მე-4 წუთზე გატანილი დიდებული ლელოთი გააოგნა. 22 წლის ასაკში, ის უკვე არის ტოპ 14-ის აღიარებული ვარსკვლავი. ცნობილი გახდა, რომ მომავალ სეზონში ნინიაშვილი "ლა როშელში" ითამაშებს, სადაც ბრის დულინსა და ტედი ტომასს ჩაანაცვლებს, მაგრამ მისი გადაბირება "ტულუზასა" და "ტულონსაც" სურდათ - ეს უკანასკნელი ქართველ ვარსკვლავს განსაკუთრებით კარგ პირობებსაც სთავაზობდა. - Rugbyrama.

შეგახსენებთ, ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, დავით ნინიაშვილი "ლიონს" დატოვებს და კარიერას "ლა როშელში" გააგრძელებს.

სხვა სტატიები