მიხეილ ნარიაშვილი შავ ლომს შეუერთდა
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
ბორჯღალოსანი მარცხენა ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი, რომელმაც შემოდგომაზე ორი ოპერაცია გაიკეთა (კოჭზე და მუხლზე) მოედანს უბრუნდება და ‘შავი ლომის’ შემადგენლობაში ითამაშებს.
32 წლის მორაგბემ თითქმის მთელი კარიერა ‘მონპელიეში’ გაატარა და კლუბის მაისურით 200-ზე მეტი თამაში ჩაატარა, თუმცა ტრავმის მიღების შემდეგ კლუბს დაემშვიდობა და მას შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა, ახლა კი სათამაშოდ მზადაა.
ნარიაშვილი ‘შავ ლომს’ სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე გაყვება. 2012 წლიდან დღემდე, მის ანგარიშზე 71 სანაკრებო კეპი (5-ჯერ კაპიტანი) და ორი ლელოა.
წყარო: rugby.ge