Midi Olympique | ნინიაშვილი ტოპ 14-ის 22-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
6 თვის წინ
რაგბი
1 წთ
საფრანგეთის ტოპ 14-ის 22-ე ტურში, "ლიონმა" "პოს" უმასპინძლა და 38:20 დაამარცხა. უმნიშვნელოვანესი გამარჯვებით, "ლიონმა" სატურნირო მდგომარეობა მკვეთრად გაიუმჯობესა და გასავარდნ ზონაში მყოფ "მონპელიესთან" 8-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა.
"ლიონის" გამარჯვებაში ლომის წილი ქართველმა ვარსკვლავმა, დავით ნინიაშვილმა დაიდო, რომელმაც ლელოს გატანა და სალელოვე პასის გაკეთება შეძლო. "პოს" შემადგენლობაში კი ლელოს გატანა ბექა გორგაძემ მოახერხა.
დავით ნინიაშვილის კარგ თამაშს უყურადღებოდ არ ჩაუვლია - Midi Olympique-მ 22-ე ტურის სიმბოლური გუნდი დაასახელა, სადაც ნინიაშვილიც შეიყვანა.