Belive

150 ქულა ორ მატჩში - საქართველომ ნიდერლანდებიც მარტივად დაამარცხა

2 კვირის წინ რაგბი
1 წთ

რაგბი ევროპის მეორე ტურში საქარტველოს ნაკრებმა, ავჭალის სარაგბო სტადიონზე, ნიდერლანდების ნაკრები მიიღო და 40:7 დაამარცხა.

ქართველების უპირატესობა მატჩის არცერთ მონაკვეთში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა. 80 წუთის განმავლობაში, სტუმრებს ფაქტობრივად ბურთი არ ჰქონიათ. მათი ძირითადი საზრუნავი დაცვიდან თამაში და რაც შეიძლება სწრაფად, საკუთარი 22-დან ბურთის ფეხით გამოტანა იყო.

პირველი ლელო, მე-9 წუთზე, თორნიკე კახოიძემ დადო. მატჩის ნამდვილი მშვენება მე-11 წუთზე დავით ნინიაშვილმა შემოგვთავაზა, მან ხაზი გაჭრა და მიმყოლ ლობჟანიძეს 'ფარული' გადაცემა გაუკეთა, ვასკას კი დამიწება აღარ გასჭირვებია. პირველ ტაიმში კიდევ ერთი ლელო აკაკი ტაბუცაძის ანგარიშზეა, რომლისთვისაც, ჯვაროსნების ფორმით, ეს უკვე 44-ე ლელოა.

მეორე ტაიმში კიდევ 3 ლელო მამაიაშვილმა, საღინაძემა და ჯავახიამ დადეს, სტუმრებმა კი 'დამამშვიდებელი' ქულები ამოწურულ დროში აიღეს.

საქართველოს ნაკრები, მესამე ტურის შეხვედრას 16 თებერვალს, სტუმრად, ესპანეთის ნაკრებთან ჩაატარებს.

სხვა სტატიები