Midi Olympique: ლაშა მაჭარაშვილი ტოპ 14-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
8 თვის წინ
რაგბი
1 წთ
საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-18 ტურის შეხვედრაში, "მონპელიესა" და "ბორდოს" დაპირისპირება შედგა. პრინციპული მატჩი, მასპინძლების გამარჯვებით, 10:3 დასრულდა.
"მონპელიეს" გამარჯვებაში ქართველმა მორაგბეებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს - ლუკა ჯაფარიძემ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, ლაშა მაჭარაშვილი კი მარქაფიდან ჩაერთო და თავი ბრწყინვალე თამაშით გამოიჩინა.
ლაშა მაჭარაშვილის კარგ თამაშს უყურადღებოდ არ ჩაუვლია და Midi Olympique-მ ქართველი მორაგბე მე-18 ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
ტოპ 14-ის მე-18 ტურის სიმბოლური გუნდი
15. დულინი, 14. დუგუივალუ, 13. მარაკუ, 12. ლეიდსი, 11. მიოტი, 10. ბერჯონი, 9. ბერჯონი, 8. ოვიედო, 7. ალენი, 6. დიალო, 5. ვაითლოკი, 4. სიმონსი, 3. მაჭარაშვილი, 2. პაენგა-ამოსა, 1. რეი.