Midi Olympique: ბექა გორგაძე Top 14-ის მე-15 ტურის სიმბოლურ გუნდში დასახელდა
საფრანგეთის Top 14-ის მე-15 ტურის შეხვედრაში, "ბორდოსა" და "პოს" დაპირისპირება შედგა. პრინციპული მატჩი, მასპინძელთა მარცხით, 10:20 დასრულდა.
"ბორდოს" დამარცხებაში ლომის წილი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და "პოს" ერთ-ერთმა ლიდერმა - ბექა გორგაძემ დაიდო, რომელმაც ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა. ქართველმა მორკინალმა "ბორდოს" წინააღმდეგ 13 ბოჭვა შეასრულა, 8 დამცველი გააბითურა და ბურთი 14-ჯერ წაიღო - გორგაძის შესანიშნავი თამაში უყურადღებოდ არ დარჩენიათ და ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ (Midi Olympique) ის მე-15 ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
აღსანიშნავია, რომ ბექა გორგაძე ერთ-ერთია იმ რამდენიმე მორაგბეს შორის, რომელთაც Midi Olympique-მ უმაღლესი შეფასება დაუწერა.
Midi Olympique-ს სიმბოლური XV
15. ტიბერგიენი ("ბაიონა"), 14. იოანე ("ლიონი"), 13. რადრადრა ("ლიონი"), 12. კადო ("მონპელიე"), 11. ეზეალა ("პო"), 10. ლე ბრუნი ("კასტრი"), 9. გრაუ ("ტულუზი"), 8. გორგაძე ("პო"), 7. ნუჩი ("მონპელიე"), 6. ჰირიგოენი ("სტად ფრანსე"). 5. სტანიფორთი ("კასტრი"), 4. აზაგო ("სტად ფრანსე"), 3. კორატო ("პო"), 2. კრამონი ("ტულუზი"), 1. პენვერნე ("ლა როშელი").