Belive

მერაბ შარიქაძე: ,,უსამართლობა იქნება, თუ მსოფლიო რაგბი თავს მოიტყუებს, თითქოს, ეს არ მომხდარა''

2 წლის წინ რაგბი
1 წთ

უელსთან მოგებული შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ და მატჩის საუკეთესო მოთამაშემ, ვასკა ლობჟანიძემ, შეაფასეს:

მერაბ შარიქაძე - ,,უსამართლობა იქნება, თუ მსოფლიო რაგბი თავს მოიტყუებს, თითქოს, ეს არ მომხდარა. ის, რომ წელს ორი უმაღლესი დონის გუნდი დავამარცხეთ, ბევრზე მეტყველებს, არა? იმედია, ისინი გვიყურებენ. ამპარტავანი არ ვარ, მაგრამ, იმედი მაქვს, რომ მომხდარის იგნორირებას არ ეცდებიან. ეს შეუძლებელია, როცა ყველაფერი ასეთი ცხადია.

იტალიის დამარცხება საოცარი იყო, მაგრამ უელსთან მოგება უელსში დაუჯერებელია. ბევრს დავუმტკიცეთ, რომ ცდებოდნენ. სპორტსმენისთვის ამაზე კარგი გრძნობა არ არსებობს.

მსოფლიო ჩემპიონები არ ვართ, მაგრამ ისტორია შევქმენით, ახლა ცვლილებების დროა.''

ვასკა ლობჟანიძე - ,,ძალიან ამაყები ვართ, ვამაყობ გუნდითა და ქართული რაგბით. პირველივე წუთიდან გვჯეროდა, რომ მოგება შეგვეძლო. ისტორია დავწერეთ და საკუთარი თავით ძალიან ვამაყობთ.''


ნოემბრის მესამე ტესტ-მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა უელსი სტუმრად 13:12 დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

ეს არის მეორე შემთხვევა, როცა ,,ბორჯღალოსნებმა” ექვსი ერის წარმომადგენელს მოუგეს.

სხვა სტატიები