Belive

ლევან მაისაშვილი: "ავსტრალიასთან მოედანზე მოსაგებად გავალთ"

7 თვის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის C-ჯგუფის შეხვედრაში, ავსტრალიისა და საქართველოს დაპირისპირება შედგება. პრინციპული მატჩი 9 სექტემბერს, 20:00 საათზე, "სტად დე ფრანსზე" გაიმართება.

ავსტრალიასთან მატჩის წინ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და კაპიტანმა მედიასთან ისაუბრეს.

ლევან მაისაშვილი უძლიერეს მეტოქესთან მატჩს ოპტიმისტური განწყობით ხვდება და დარწმუნებულია, რომ ბორჯღალოსნები ბოლომდე ბრძოლაში იქნებიან.

"ავსტრალიის ნაკრები 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ჩვენს ჯგუფში იყო და ყველას გვახსოვს, თუ როგორი თამაში ვითამაშეთ, თუმცა ბოლო 10 წუთში "გავტყდით".

იმ თამაშში, დაცვაში ბრწყინვალედ გამოვიყურებოდით, თუმცა შეტევა ვერ იყო ისეთი ძლიერი როგორიც დღესაა. მთავარი იქნება, რომ ბალანსი დავიჭიროთ და მეტოქეს აგრესიული დაცვა და შეტევა შევთავაზოთ.

დიდი ბრძოლა იქნება, ჩვენ არაფრის დათმობას არ ვაპირებთ, მეტიც, მოედანზე თავდაუზოგავად ვიბრძოლებთ და გამარჯვებისთვის ვითამაშებთ და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ჩვენ ამას დავამტკიცებთ.

რაც შეეხება ბექა საღინაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მას ტრავმა ჰქონდა, რის გამოც უბრალოდ ვერ გავრისკეთ ამ მატჩისთვის სამატჩო განაცხადში შეყვანა. იგი ნაკრებთან ერთადაა, სრული დატვირთვით ვარჯიშობს და ვიმედოვნებ, რომ შემდეგი მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება..." - ლევან მაისაშვილი

სხვა სტატიები