Belive

6 ერი | ირლანდიის შემადგენლობა შოტლანდიის წინააღმდეგ

2 კვირის წინ რაგბი
1 წთ

2025 წლის 6 ერის ჩემპიონატის მეორე ტურში, შოტლანდიისა და ირლანდიის დაპირისპირება დაიმართება. პრინციპული მატჩი "მარიფილდზე" 9 თებერვალს, 19:00 საათზე დაიწყება.

შოტლანდიასთან გასამართი მატჩისთვის, ირლანდიის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, საიმონ ისთერბიმ "სამყურების" შემადგენლობა დაასახელა.

ირლანდიის შემადგენლობა

ხაზი: 15. უგო კინანი, 14. მაკ ჰანსენი, 13. რობი ჰენშოუ, 12. ბანდი აკი, 11. ჯეიმს ლოუ, 10. სემ პრენდერგარსტი, 9. ჯემისონ გიბსონ-პარკი.

შერკინება: 1. ენდრიუ პორტერი, 2. რონან კელეჰერი, 3. ფინლი ბელჰემი, 4. ჯეიმს რაიანი, 5. ტად ბირნი, 6. პიტერ ო'მანი, 7. ჯოშ ვან დერ ფლიერი, 8. კილან დორისი (C).

მარქაფა: 16. დენ შეანი, 17. ქიან ჰილი, 18. ტომას კლარკსონი, 19. რაიან ბერდი, 20. ჯეკ ქონანი, 21. კონორ მარი, 22. ჯეკ ქრაული, 23. გარი რინგროუსი.

სხვა სტატიები