Belive

ლევან მაისაშვილი: შავი ლომი მოედანზე უკვე გამარჯვებული გავიდა

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

ისტორიული შედეგის შემდეგ, რომელიც "შავმა ლომმა" ჩელენჯ ქაფის სადებიუტო სეზონში დააფიქსირა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა საინტერესო კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, გუნდი პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, "სკარლეტსთან" მოედანზე გამარჯვებულის მენტალიტეტით გავიდა.

მე ვფიქრობ, ეს იყო ისტორიული დღე ქართული რაგბისთვის, ისევე როგორც, ისტორიული დღე იყო პირველი ტურის დღეც. "გლოსტერთან" ბიჭებს ძალიან დასწყდათ გული, რადგან მიხვდნენ, რომ იმ თამაშის მოგება შეიძლებოდა, თუმცა ვერ მოვიგეთ. მაშინ მე ვუთხარი მოთამაშეებს, რომ იმ დღეს მოედანი გამარჯვებულებს უნდა დაგვეტოვებინა, ასეც მოვიქეცით, თუმცა ეს გამარჯვება ტაბლოზე არ აისახა. რაც შეეხება მეორე ტურის მატჩს "სკარლეტსთან", ჩვენმა ბიჭებმა ყველაზე კარგად დაინახეს, რომ ტაიმიდან ტაიმამდე სიტუაცია შეიძლებოდა ისე შეცვლილიყო, როგორც "გლოსტერთან", თუმცა ეს აღარ დაუშვეს და გამარჯვება ტაბლოზეც გადიატანეს. ეს თავდადების, რწმენის და ბოლომდე დახარჯვის შედეგია, სწორედ ესაა დიდი გამარჯვება - განაცხადა ლევან მაისაშვილმა

შეგახსენებთ, რომ ჩელენჯ ქაფის მეორე ტურის შეხვედრაში, "სკარლეტსისა" და "შავი ლომის" დაპირისპირება "შავი ლომის" გამარჯვებით, 7:23 დასრულდა. ეს ქართული გუნდისთვის სადებიუტო სეზონია ჩელენჯ ქაფზე.

სხვა სტატიები