Belive

ლევან ეზიეშვილი კარიერას კლერმონში გააგრძელებს

8 თვის წინ რაგბი
1 წთ

"ხვამლის" აღზრდილი, 16 წლის ლევან ეზიეშვილი საკლუბო კარიერას ტოპ 14-ის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბში გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის ქართველი ბურჯი "კლერმონის" ესპუარებში ჩაირიცხა. 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ფრანგული სარაგბო კლუბები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ და ახალგაზრდა ქართველ მორაგბეებს აქტიურად იმატებენ. უკვე დადასტურებული ტრანსფერების ფონზე, კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბის ტრანსფერზე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

სხვა სტატიები