"მატჩი მარტივი არ ყოფილა, ამ შეხვედრას ყველა ასპექტში სერიოზულად მივუდექით" - კლერმონის მთავარი მწვრთნელი
11 თვის წინ
რაგბი
1 წთ
ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში "შავი ლომი" "კლერმონთან" 3:36 დამარცხდა.
შეხვედრის შემდეგ "კლერმონის" მთავარმა მწვრთნელმა და 10-მა ნომერმა, რომელიც საბოლოოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, მედიასთან კომენტარი გააკეთეს
მატჩი მარტივი არ ყოფილა, ამ შეხვედრას ყველა ასპექტში სერიოზულად მივუდექით, საბოლოო
ჯამში საჭირო გამარჯვება მოვიპოვეთ. - კრისტოფ ურიოსი - "კლერმონის" მთავარი მწვრთნელი
დიდ მოედნებზე, ბევრი გულშემატკივრის წინაშე თამაშის გამოცდილება გვაქვს, ვიცოდით თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს შეხვედრა და ამიტომ სრულად ჩავერთეთ, გუნდმა კარგად ითამაშა, მიხარია რომ ნელნელა ფორმაში შევდივართ. - ენტონი ბელო - მატჩის საუკეთესო მოთამაშე