Belive

ლექსო ყაულაშვილმა ბორდო დატოვა, მაგრამ Top 14-ში რჩება

5 თვის წინ რაგბი
1 წთ

31 წლის ქართველმა ბურჯმა - ლექსო ყაულაშვილმა, "ბორდოს" მაისურით უკანასკნელი მატჩი ჩაატარა და გულშემატკივარს ბრწყინვალე ლელოთი დაემშვიდობა. ყაულაშვილი ჟირონდინული სარაგბო კლუბის ღირსებას 6 წლის განმავლობაში იცავდა და "ბორდოს" მაისურით 110 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ფრანგულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ბორდოს" დატოვების მიუხედავად, ყაულაშვილი კვლავ Top 14-ში ითამაშებს. წყაროს მტკიცებით, ყაულაშვილსა და "პოს" შორის შეთანხმება უკვე შედგა და მომავალი სეზონიდან ქართველი ბურჯი "პოს" ღირსებას დაიცავს. აღსანიშნავია, რომ კლუბში გურამ პაპიძე და ბექა გორგაძე ასპარეზობენ, რომელიც "პოს" კაპიტანია.

ლექსო ყაულაშვილი საფრანგეთის ელიტურ საკლუბო ჩემპიონატში 2013 წლიდან თამაშობს და კარიერის განმავლობაში, ისეთი კლუბების ღირსებას იცავდა, როგორიცაა: "ლა როშელი" და "ბორდო". 31 წლის ბურჯს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 4 კეპი აქვს მოხვეჭილი.

სხვა სტატიები