ლეგენდამ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო
ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ლეგენდა - სემ ვაითლოკი, პროფესიონალურ კარიერას ასრულებს. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, საფრანგეთის ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ვაითლოკი სარაგბო სამყაროს დაემშვიდობება.
35 წლის მეორეხაზელმა საკლუბო კარიერის ყველაზე წარმატებული წლები "კრუსეიდერსის" შემადგენლობაში გაატარა, სადაც 180 კეპი მოირგო და შვიდჯერ გახდა სუპერ რაგბის გამარჯვებული. არანაკლებ შთამბეჭდავია ვაითლოკის სანაკრებო კარიერა - სემ ვაითლოკი "ოლ ბლექსთან" ერთად ორჯერ (2011/2015) გახდა მსოფლიო ჩემპიონი. 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, მესამე ადგილი დაიკავა, 2023 წლის მსოფლიო თასზე კი დრამატულ ფინალში, სამხრეთ აფრიკასთან 11:12 დამარცხდა.
A legend of our game. Thank you for all you have given over the past 17 years. Enjoy retirement, legend 🖤
— All Blacks (@AllBlacks) April 2, 2024
Whitelock will retire at the end of the French season to spend more time with his family.#AllBlacks pic.twitter.com/0O8xHpCaJU