ცნობილი იტალიური გამოცემა "La Gazzetta dello Sport"-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, 2022 წლის ტესტ მატჩებზე საქართველოს საქართველოში შეხვდება.
მატჩის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ის ფაქტი დადასტურებულია, რომ იტალია საქართველოში სათამაშოდ ჩამოვა.
2022 წლის თებერვლიდან - მარტამდე, იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 6 ერზე იასპარეზებს, შემდეგ ზაფხულში - ივლისის ტესტებს ჩაატარებს და წლის ბოლოს, შემოდგომაზე - ნოემბერში, ნოემბრის ტესტ მატჩებს ითამაშებს. ასევე ცნობილია, რომ იტალიელები რუმინეთთანაც ითამაშებენ.
საიტზე კალენდარი გამოქვეყნებულია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თარიღი, თუ როდის შეერკინებიან ქართველი და იტალიელი მორაგბეები ერთმანეთს.