საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლევან მაისაშვილსკორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა.
"ბორჯღალოსნების" თავკაცს COVID19-ით ინფიცირება სამხრეთ აფრიკაში დაუდასტურდა და დაუყოვნებლივ, იოჰანესბურგის საავადმყოფოში მოათავსეს.
მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა თავდაპირველად კრიტიკული იყო, ახლა კი სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკასთან 2 ივლისს ტესტ-მატჩი გამართა და 40:9 დამარცხდა. ამ ნაკრებებს შორის გასამართი მეორე შეხვედრა გაუქმდა, რადგან ორივე მხარის წარმომადგენლებს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა.