ბორჯღალოსნები მზადებას საფრანგეთში გააგრძელებენ
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
2023 წლის რაგბის მსოფლიო თასისთვის მზადებას, ბორჯღალოსნები საფრანგეთში გააგრძელებენ. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საფრანგეთში ჩაფრინდა და ლა როშელში დაბანაკდა.
რაგბის მსოფლიო თასი 8 სექტემბერს, საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის დაპირისპირებით გაიხსნება. ბორჯღალოსნები ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას, ავსტრალიის წინააღმდეგ, 9 სექტემბერს გამართავენ.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები C-ჯგუფში ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და პორტუგალიის წინააღმდეგ იასპარეზებს.