ჯორდი ბარეტმა კონტრაქტი ლენსტერთან გააფორმა
10 თვის წინ
რაგბი
1 წთ
ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრების ვარსკვლავი, ჯორდი ბარეტი ,,ლენსტერში'' ითამაშებს.
27 წლის მორაგბე, რომელმაც ახალ გუნდთან მოკლევადიანი ხელშეკრულება გააფორმა, ,,ლენსტერს'' 2024 წლის დეკემბერში შეუერთდება და ირლანდიაში 7 თვეს გაატარებს.
,,ეს შესანიშნავი ადგილი იქნება ჩემთვის, რათა, როგორც მორაგბე, განსხვავებულ გარემოში განვვითარდე.
ირლანდია ბარეტების ოჯახისთვის განსაკუთრებული ქვეყანაა.'' - განაცხადა ჯორდიმ ,,ლენსტერის'' ვებგვერდთან ინტერვიუში.
ბარეტმა ახალი ზელანდიის რაგბის კავშირთან კონტრაქტი უკვე გაახანგრძლივა, რაც მას უფლებას აძლევს, რომ საკლუბო რაგბი გარკვეული პერიოდით საზღვარგარეთ ითამაშოს.