Belive

იტალიელმა მორაგბემ კარიერის იძულებით დასრულების გადაწყვეტილება მიიღო

9 თვის წინ რაგბი
1 წთ

იტალიის მორაგბეთა ნაკრებისა და "ძებრეს" მესამეხაზელმა კარიერის იძულებით დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ჯეიკ პოლედრიმ 2020 წელს მიღებული უმძიმესი ტრავმისგან სრულად რეაბილიტირება ვერ მოახერხა და ამიტომ კარიერა ოფიციალურად დაასრულა.

28 წლის პოლედრიმ "აძურის" კვართი 20 მატჩში მოირგო, სადაც 4 ლელოს გატანაც შეძლო, თუმცა, 2020 წელს, შოტლანდიასთან მატჩში ფეხი მოიტეხა, მუხლის ჯვარედინი იოგები და კუნთი გაიწყვიტა და ხანგრძლივ სარეაბილიტაციო პროცესს შეუდგა. სამწუხაროდ, პოლედრიმ სრულად გამოჯანმრთელება ვერ შეძლო და უმძიმესი გადაწყვეტილება მიიღო.

სხვა სტატიები