Belive

იტალია და საქართველო კიდევ ერთ ისტორიულ მატჩს გამართავენ

9 თვის წინ რაგბი
2 წთ

20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლო რაუნდი დანი კრევენის სტადიონზე გაიმართება. ძალიან მნიშვნელოვან მატჩში, რომლის დაწყებამდეც 24 საათზე ნაკლები რჩება, საქართველო იტალიას დაუპირისპირდება.

მიმდინარე ჩემპიონატზე საქართველომ და იტალიამ ისტორია დაწერეს. "ბორჯღალოსნებმა" - არგენტინა, ხოლო "აძურიმ" - სამხრეთ აფრიკა დაამარცხა. ორივე ნაკრებს ნახევარფინალში გასვლის შანსი აქვთ, თუმცა, საქმე ასე მარტივადაც არ არის. თუ არგენტინა ან სამხრეთ აფრიკა ბონუს ქულით მოიგებს, იტალიელებსაც დიდი სხვაობის დაფიქსირება მოუწევთ. თუ ჩვენი მოწინააღმდეგე ბონუსით დაგვამარცხებს, ხოლო ვერც არგენტინა და სამხრეთ აფრიკა ბონუს ქულას ვერ მოიპოვებს, მაშინ "აძური" ნახევარფინალში ითამაშებს. უფრო რთული სიტუაციაა საქართველოსთვის. თუ "ბორჯღალოსნები" უბონუსოდ მოიგებენ, ნახევარფინალში გასასვლელად, სამხრეთ აფრიკისა და არგენტინის ფრე დაგვჭირდება. იმ შეხმთხვევაში თუ ლადო კილასონიას გუნდი მეტოქის ბონუსით დამარცხებას შეძლებს, არგენტინამ სამხრეთ აფრიკა ბონუს ქულას გარეშე უნდა დაამარცხოს. სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ შეძლებს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები კიდევ ერთი ისტორიული შედეგის დაფიქსირებას.

საქართველო 4 ივლისს, ჩვენი დროით 13 საათზე იტალიას ეთამაშება. მომავალ შეხვედრას ორივე გუნდი თითო გამარჯვებით ხვდება. იტალია პირველ ტურში არგენტინასთან 15:43 დამარცხდა, სამი დღის წინ კი მასპინძელ სამხრეთ აფრიკას 34:26 სძლია და ბონუსიც აიღო. უმცროსი ბორჯღალოსნები პირველ ტურში სამხრეთ აფრიკას 10 ქულით ჩამორჩნენ (23:33), არგენტინა კი მშრალზე დატოვეს და 20:0 დაამარცხეს.

სხვა სტატიები