Belive

ისტორიული გამარჯვება | ჩილე რაგბის მსოფლიო თასზე ითამაშებს

5 თვის წინ რაგბი
1 წთ

პლეი-ოფის განმეორებით მატჩში, სამოას დამარცხების (31:12) შემდეგ, ჩილე გახდა 23-ე ქვეყანა, რომელმაც 2027 წლის რაგბის მსოფლიო თასზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ჩილესა და სამოას შორის გამართული პირველი დაპირისპირება ფრედ 32:32 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ამერიკელები იმ მატჩშიც დომინირებდნენ, თუმცა 19-ქულიანი უპირატესობა გაანიავეს. ყველაფერი კი საპასუხო მატჩში გადაწყდა სადაც ჩილემ მეტოქე თამაშის ყველა კომპონენტში დაჩაგრა და ისტორიაში მეორედ მოიპოვა მსოფლიო პირველობაზე თამაშის უფლება.

როგორც აღვნიშნეთ, ჩილე გახდა 23-ე მონაწილე, რომელიც 2027 წლის რაგბის მსოფლიო თასზე ითამაშებს. დარჩენილი 1 საგზურის მფლობელი კი ფინალური საკვალიფიკაციო ტურნირის შემდეგ გაირკვევა, რომელშიც ბრაზილიასა და პარაგვაის შორის გამარჯვებული, ბელგია, ნამიბია და სამოა ითამაშებენ.

2027 წლის რაგბის მსოფლიო თასს 1 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით ავსტრალია უმასპინლებს. 24 მონაწილე 6 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება. პლეი-ოფში ჯგუფების პირველ-მეორე ადგილოსნები და 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი ითამაშებს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რომელ ჯგუფში ითამაშებს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, თუმცა რაც შეიძლება იოლ ჯგუფში მოსახვედრად, ბორჯღალოსნებს მსოფლიო რაგბის რეიტინგში საუკეთესო 12-ს შორის ადგილის შენარჩუნება ესაჭიროებათ.

სხვა სტატიები