Belive

იოჰან დეისელი ანტუან დუპონს ბოდიშს უხდის

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

ბოლო შეხვედრაში, სადაც საფრანგეთის ნაკრებმა ნამიბია 96:0 დაამარცხა, ანგარიშის მიუხედავად არც ისე ბედნიერად დასრულდა. გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ანტუან დუპონმა ტრავმა მიიღო. 47-ე წუთზე, ნამიბიელმა მოთამაშემ იუხეშა და ფრანგ ვარსკვლავს სახის არეში მხრით დაეჯახა - მართალია დეისელი წითელი ბარათით დაისაჯა, მაგრამ მოედნის ნაადრევად დატოვება ანტუან დუპონსაც მოუხდა.

თავდაპირველად დუპონი ტვინის შერყევაზე შესამოწმებლად გაიყვანეს, მაგრამ მალევე ცნობილი გახდა, რომ მისი ტრავმა გაცილებით უფრო მძიმე იყო და დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დუპონს სახის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა.

იოჰან დეისელმა დუპონს მიყენებული ზიანის გამო ბოდიშს საჯაროდ უხდის.

მინდა ანტუან დუპონს ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო. მისთვის ზიანის მიყენება არ მინდოდა.ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და დროულად რეაგირება ვერ მოვასწარი. მე ვიცი წესები და მაშინვე მივხვდი, რომ დამნაშავე ვიყავი. მატჩის დასრულებისთანავე ველაპარაკე მწვრთნელს ფაბიან გალტიეს და ანტუანისთვის ბოდიშის გადაცემ ვთხოვე, მოგვიანებით ეს თავადაც გავაკეთე. ის შესანიშნავი მოთამაშე და პიროვნებაა. სწრაფ გამოჯანმრთელებას. ვუსურვებ" - განაცხადა იოჰან დეისელმა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ანტუან დუპონი ჯგუფის უკანასკნელ შეხვედრაში იტალიის წინააღმდეგ ვერ მიიღებს მონაწილეობას და ასევე გამოტოვებს 1/4-ფინალურ შეხვედრას. "ლე ბლეს" სამედიცინო შტაბი იმედოვნებს, რომ ვარსკვლავი 1/2-ფინალამდე გამოჯანმრთელდება და მოედანზე დაბრუნებას შეძლებს.

სხვა სტატიები