ინგლისი არგენტინის წინააღმდეგ დაირაზმა
2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის მე-3 ადგილისთვის მატჩში, ინგლისისა და არგენტინის დაპირისპირება შედგება. შეხვედრა 27 ოქტომბერს, 23:00 საათზე, "სტად დე ფრანსზე" გაიმართება.
არგენტინასთან გასამართი მატჩისთვის, ინგლისის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - სტივ ბორთვიკმა, "ვარდების" შემადგენლობა დაასახელა.
ინგლისის რაზმი
შერკინება: 1. ელის გენჯი, 2. თეო დანი, 3. უილ სტიუარტი, 4. მარო იტოჯე, 5. ოლი ჩეშამი, 6. ტომ კარი, 7. სემ ანდერჰილი, 8. ბენ ერლი.
ხაზი: 9. ბენ იანგსი, 10. ოუენ ფარელი (C), 11. ჰენრი არუნდელი, 12. მანუ ტუილაგი, 13. ჯო მარშანი, 14. ფრედი სტიუარტი, 15. მარკუს სმიტი.
მარქაფა: 16. ჯეიმი ჯორჯი, 17. ბევან როდი, 18. დენ კოული, 19. დევიდ რიბანსი, 20. ლუის ლუდლემი, 21. დენი ქეარი, 22. ჯორჯ ფორდი, 23. ოლი ლოურენსი.
შეგახსენებთ, ინგლისისა და არგენტინის მატჩზე, საუკეთესო ქართველი არბიტრი - ნიკა ამაშუკელი, კიდის მსაჯი იქნება.