Belive

6 ერი | ინგლისი იტალიის წინააღმდეგ დაირაზმა

3 თვის წინ რაგბი
1 წთ

2 თებერვალს, 23:59 საათზე, 6 ერის 2024 წლის გათამაშება აიღებს სტარტს. უპრესტიჟულესი ევროპული სანაკრებო ტურნირის გულშემატკივრებს, პირველივე ტურში სანახაობრივი მატჩები ელით, სადაც გამოკვეთილი ფავორიტის დასახელება რთულია.

ერთადერთ გამონაკლისად შეგვიძლია იტალიისა და ინგლისის დაპირისპირება მივიჩნიოთ, სადაც "აძური" ანდერდოგია, ხოლო ინგლისი დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. 6 ერი საფრანგეთისა და ირლანდიის მატჩით გაიხსნება, თუმცა, 3 თებერვალს, 18:15 საათზე, ლეგენდარულ "სტადიო ოლიმპიკოზე" იტალია ინგლისს უმასპინძლებს.

მატჩის წინ, ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - სტივ ბორთვიკმა "ვარდების" შემადგენლობა დაასახელა.

სხვა სტატიები