Belive

ილია სპანდერაშვილი კარიერას Pro D2-ის კლუბში გააგრძელებს

7 თვის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და "შავი ლომის" მესამეხაზელი - ილია სპანდერაშვილი კარიერას Pro D2-ის კლუბ "ვალენს რომანსში" გააგრძელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ილია სპანდერაშვილი ფრანგულ კლუბში მომავალი 2 სეზონის განმავლობაში ითამაშებს.

"სიძლიერე, ძლევამოსილება და აგრესიულობა ილიას ყველაზე კარგად დამახასიათებელი ტერმინებია.

წმინდა ქართული ტრადიციის თანახმად, ის არის მშვიდი, თავშეკავებული მოთამაშე, რომელიც განსაკუთრებულად გამოხატავს საკუთარ თავს მოედანზე თავისი მუხტითა და ძლიერი შეტევებით.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე მზადაა ჩვენი მაისურის ქვეშ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას. დარწმუნებულები ვართ, რომ მას შეუძლია გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე Pro D2-ის ჩემპიონატში.

კეთილი იყოს შენი მობრძანება!" - ვკითხულობთ ფრანგული კლუბის განცხადებაში

"ვალენს რომანსი" Pro D2-ის მიმდინარე გათამაშებაში 29 ტურის შემდეგ მე-12 პოზიციას იკავებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ისინი TOP 14-ში გადმოსასვლელად ვერ იბრძოლებენ, თუმცა არც Pro D2-დან არ დაქვეითდებიან.

სხვა სტატიები