ჰიმნების შესრულებასთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები განხორციელდა
რაგბის თავკაცებმა დაადასტურეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ჰიმნების შესრულებასთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. ეს ყველაფერი მას შემდეგ გადაწყდა, რაც მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში საფრანგეთის მიერ შესრულებულ "მარსელიოზას" დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა.
ფრანგმა რაგბის მესვეურებმა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გადაწყვიტეს, რომ ეროვნული ჰიმნების საკუთარ ვერსიებს ბავშვთა გუნდები შეასრულებდნენ. სხვადასხვა ეროვნების ბავშვებისგან დაკომპლექტებულმა ჯგუფებმა სხვადასხვა ეროვნული ჰიმნები ჩაწერეს.
მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩში შესრულებულმა "მარსელიოზამ" დიდი კრიტიკა დაიმსახურა. ჰიმნი არა ცოცხლად, არამედ ჩანაწერის სახით გაჟღერდა მოედანზე, რამაც გულშემატკივარი იმედგაცრუებული დატოვა.
French butcher their own national anthem at Stade de France 08/09/2023 #RWC2023 pic.twitter.com/yaSs5sSUmr
— tomasz przechlewski 🌻🌻🌻 (@tprzechlewski) September 9, 2023
გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდებს მიეცემათ არჩევანის საშუალება. მათ შეეძლებათ აირჩიონ ის ჰიმნი, რომელიც ბავშვთა გუნდების მიერ არის ჩაწერილი ან კლასიკური ვერსია. ჟაკ რივოალმა დაადასტურა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგი ტურისთვის ჰიმნების ახალი ვარიანტები უკვე მზად იქნება.