Belive

გორგაძე, ყაულაშვილი, მელიქიძე - ქართველები ტოპ 14-ში ლიდერობენ

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

საფრანგეთის ტოპ 14-ის სხვადასხვა კლუბში ქართველი მორაგბეები წარმატებით ასპარეზობას განაგრძობენ. ელიტურ სარაგბო საკლუბო ჩემპიონატში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრებმა თავის დამკვიდრება მარტივად შეძლეს და საკუთარი გუნდების ლიდერებადაც ჩამოყალიბდნენ.

ქართველების წარმატებული ასპარეზობა თვალსაჩინოა, რაზეც ის გარემოებაც მეტყველებს, რომ დეკემბრის თვის სიმბოლურ გუნდში ერთბაშად 3 ქართველი მორაგბე მოხვდა. ბექა გორგაძე ("პო), ლექსო ყაულაშვილი ("ბორდო") და გიორგი მელიქიძე ("სტად ფრანსე") დეკემბრის თვის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ.


324027963_505414961470746_7228671803166402621_n

აღსანიშნავია, რომ სიმბოლურ გუნდში, ბურჯებად (1 და 3 ნომერი) ქართველები დასახელდნენ, ხოლო მესამე ხაზში (6 ნომერი) ქართველი მორაგბის ხილვა, კიდევ უფრო განსაკუთრებულ გარემოებას წარმოადგენს.

სხვა სტატიები