Belive

გორგაძე მსოფლიო ჩემპიონატზე ვეღარ იასპარეზებს - გიორგაძე ნაკრებს შეუერთდა

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

პორტუგალიის წინააღმდეგ მიღებული კოჭის ტრავმის გამო, საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი - ბექა გორგაძე მსოფლიო თასზე ეროვნულ ნაკრებს ვეღარ დაეხმარება, მის მაგივრად კი, ნაკრებს ოთია გიორგაძე შეუერთდება. 

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი სოციალურ ქსელში ავრცელებს.  

შეგახსენებთ, რომ ოთია გიორგაძე ლევან მაისაშვილმა მსოფლიო თასს მიღმა დატოვა, მის მაგივრად კი მიხეილ გაჩეჩილაძე წაიყვანეს, რომელსაც ჯერჯერობით არცერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა. 

ოთია გიორგაძე ნაკრებს უახლოეს პერიოდში შეუერთდება და ფიჯისთან მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ფიჯის დაპირისპირება 30 სექტემბერს, თბილისის დროით 19:30 საათზე შედგება. 

განვლილი 2 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ჯგუფში შემდეგი ვითარებაა. 

სხვა სტატიები