გლოსტერმა თბილისში პირველი ვარჯიში გამართა
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
9 დეკემბერს, 17:00 საათზე, "მიხეილ მესხზე", ქართული რაგბის ისტორია დაიწერება. ჩელენჯ ქაფის სადებიუტო მატჩში, "შავი ლომისა" და "გლოსტერის" დაპირისპირება შედგება.
პირველ პროფესიონალურ ქართულ ფრენჩაიზთან დასაპირისპირებლად, 150-წლიანი ისტორიის მქონე ინგლისური სარაგბო კლუბი გადახალისებული შემადგენლობით ჩამოვიდა. მიუხედავად ამისა, "გლოსტერის" შემადგენლობაშია გუნდის ლიდერი - ჯონი მეი. "გლოსტერი" თბილისში 6 დეკემბერს ჩამოვიდა, დღეს კი "ავჭალის სარაგბო მოედანზე" პირველი ვარჯიში გამართა.