Belive

გიგაშვილმა ტულონთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

5 თვის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული Top 14-ის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ბურჯმა - ბექა გიგაშვილმა, "ტულონთან" კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა.

31 წლის გიგაშვილი "ტულონს" 2019 წელს შეუერთდა და ამ დროის განმავლობაში 78 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 45 ქულის დაგროვება შეძლო. გიგაშვილი დროთა განმავლობაში "ტულონის" შერკინების ერთ-ერთ მთავარ გამწევ ძალად ჩამოყალიბდა და სარაგბო კლუბის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე, "ტულონის" ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება განთავსდა, Twitter-ზე კი სპეციალური პოსტი დაიდო.

სიამაყით ვაცხადებთ, რომ კლუბმა უმნიშვნელოვანეს მოთამაშესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ბექა გიგაშვილი "ტულონის" ღირსებას 2027 წლამდე დაიცავს. ჩვენ საფუძველს ვუყრით გუნდის გაძლიერებას და გიგაშვილთან კონტრაქტის გახანგრძლივება ამის დასტურია. მისმა ნიჭმა და თავდადებამ, გულშემატკივრებში წარუშლელი კვალი დატოვა - პირველივე დღიდან, ის ჩვენი გუნდის უმნიშვნელოვანესი წევრია. -

სხვა სტატიები