Belive

"გამართული თამაშით, უპირატესობა აუცილებლად გვექნება" - ლევან მაისაშვილი

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

რაგბი ევროპის სუპერ თასზე, "შავი ლომის" მომავალი მეტოქე თელავივ "ჰითი" იქნება. მატჩი 18 ნოემბერს, 21:00 საათზე, ლიმასოლში გაიმართება.

მოახლოებული მატჩის წინ, "შავი ლომის" მთავარმა მწვრთნელმა - ლევან მაისაშვილმა, კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ "ჰითი" ძლიერი გუნდია, მაგრამ, თუ "შავი ლომი" სისტემურად გამართულ რაგბს ითამაშებს, მეტოქის დამარცხებას შეძლებს.

იყო ალბათობა, რომ "ჰითთან" პარიზში გვეთამაშა, ამიტომ, ტურნე თავიდანვე ასე დავგეგმეთ. ლისაბონში მოვემზადებით ლიმასოლში ოთხშაბათს გავფრინდებით. ტრავმირებული მოთამაშეთა ნაწილი ეტაპობრივად დაგვიბრუნდება. სამწუხაროდ, გვყავს ისეთები, რომლებისთვისაც ეს სეზონი დასრულდა. აღსანიშნავია, რომ განვლილ თამაშებში "შავი ლომის" შემადგენლობაში ახალი სახეები მრავლად გამოჩნდნენ და მათი ინტეგრაცია ძალიან კარგად მიმდინარეობს.
ისინი ყოველ წელს ანახლებენ შემადგენლობას. მუდამ ცდილობენ პრობლემური რგოლების უკეთესი მოთამაშეებით გაძლიერებას და შეჯგუფებში წინა წლებთან შედარებით გაცილებით ძლიერად გამოიყურებიან. ისინი უკეთესები არიან შერკინებაში და განვლილ ორ შეხვედრაში მოლით არაერთი ლელო გაიტანეს. ტრადიციულად, არსად წასულა მათი ინდივიდუალიზმი. მგეზავი უნარიანად მართავს თამაშს და კარგი ფეხი აქვს.
თუმცა ამ გუნდს აქვს სისუსტეებიც და თუ სისტემურად გამართულ რაგბს ვითამაშებთ, უპირატესობა აუცილებლად გვექნება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ სუპერ თასის მოგების გარდა, ჩვენი მიზანი ჩელენჯ თასისთვის სელექცია და მომზადებაა. - ლევან მაისაშვილი.

სხვა სტატიები