"ფიჯის დამარცხება შეგვიძლია და ამას ხვალ დავამტკიცებთ" - ბორჯღალოსნების პრესკონფერენცია.
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
ფიჯისთან გასამართი პრინციპული მატჩის წინ, ბორჯღალოსნებმა კაპიტნის ვარჯიში ჩაატარეს, შემდეგ კი პრესკონფერენცია გაიმართა.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების რიგებიდან, პრესკონფერენციაზე მწვრთნელი - პოლ ტიტო და მოთამაშეები ლაშა ჯაიანი და დემე თაფლაძე წარსდგნენ.
სამივე მათგანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ფიჯი უძლიერესი მეტოქეა, თუმცა, ბორჯღალოსნებს გამარჯვების მოპოვება შეუძლიათ და გუნდი მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავა.
მომზადება მძიმე და ობიექტური ვიდეო ანალიზებით დავიწყეთ. მომზადებამ კარგად ჩაიარა. ვიცით რა გვაქვს გამოსასწორებელი - კაპიტნის ვარჯიშმაც კარგად ჩაიარა. ჩემი აზრით, გუნდი კარგად არის მომზადებული.
ფიჯი კარგად შევისწავლეთ. გავიარეთ ყველა ტაქტიკური დეტალი. ძალიან მომატებული აქვს ამ გუნდს. ასევე დისციპლინაც მკვეთრად გამოსწორებული აქვთ. ჩვენ ძლიერი სტატიკური მხარეები უნდა გვქონდეს - ძლიერი აუტი შერკინება და მოლი. სისტემაში თუ დავრჩებით შეგვიძლია ამ თამაშის მოგება. ფიჯისნაირ ძლიერ გუნდთან ფიზიკურად ძლიერები უნდა ვიყოთ და შეჯახებებში დავჩაგროთ. ვეცდებით დალაგებული და სწორი რაგბით გავიმარჯვოთ.
ჩვენთვისაც ფინალის ტოლფასია, მაგრამ ჩვენ ნაკლები წნეხი გვაქვს. გვაქვს ჩვენი მიზანი, რომ ვაჩვენოთ ის თამაში, რისთვისაც ამდენი წლის განმავლობაში ვვარჯიშობდით. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ დიდ გუნდად.
-