Belive

ეს კვირა შეცდომების გამოსწორებას დავუთმეთ - გელა აფრასიძე

2 წლის წინ რაგბი
1 წთ
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდა. "მიხეილ მესხის" სტადიონზე გამართული დრამატული მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ფრედ 25:25 დასრულდა. სენსაციური მატჩის შემდეგ, "ბორჯღალოსანთა" ჰავბეკი - გელა აფრასიძე აღნიშნავს, რომ პორტუგალიასთან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა. საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ კომენტარში აფრასიძე აღნიშნავს, რომ "ბორჯღალოსნებმა" შეცდომების გამოსწორებას დიდი დრო დაუთმეს.
"პორტუგალიის ნაკრებთან ბევრი შეცდომა დავუშვით და ამან შედეგზე იმოქმედა. ეს კვირა ამ შეცდომების გამოსწორებას დავუთმეთ და იმედი გვაქვს შემდეგ შეხვედრას უკეთ ჩავატარებთ. ჩვენი მიზანია, რომ ნიდერლანდებთან ხარისხიანი თამაში ვაჩვენოთ, ბონუსით მოვიგოთ და ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ".
შეგახსენებთ, 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში, ნიდერლანდები საქართველოს დაუპირისპირდება. ნიდერლანდებისა და საქართველოს მატჩი, 12 თებერვალს, თბილისის დროით 16:15 საათზე გაიმართება. ფოტო: rugby.ge  

სხვა სტატიები