Belive

დუპონი 6-ერზე არ ითამაშებს?!

5 თვის წინ რაგბი
1 წთ

საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი - ანტუან დუპონი, 6-ერზე მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს. აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ფრანგული მედია საშუალება Agence France Presse ავრცელებს.

წყაროს მტკიცებით, ანტუან დუპონს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მიღება და საფრანგეთის 7-კაცა მორაგბეთა ნაკრებთან ერთად ოლიმპიური ოქროს მოპოვების სურვილი აქვს. დუპონი 7-კაცას იანვარში შეუერთდება - დებიუტი კი თებერვალსა და მარტში შედგება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კაპიტანი "ლე ბლეს" ბანაკს დატოვებს და 6-ერზე არ ითამაშებს.

"ტულუზას" მთავარმა მწვრთნელმა უკვე დაადასტურა, რომ სარაგბო კლუბი Top 14-ის დასკვნით ნაწილს სუპერვარსკვლავის გარეშე ჩაატარებს. გავრცელებული ინფორმციით, დუპონის 7-კაცაში გადასვლა ოფიციალურად 20 ნოემბერს დადასტურდება.

აბსოლუტურად მესმის ანტუანის. 27 წლის ასაკში მან შეძლო და ჩემპიონთა თასი, Top 14 და 6-ერი მოიგო. ასევე ითამაშა 2 მსოფლიო თასზე. რა თქმა უნდა, მას სურს, რომ შესაძლებლობები ოლიმპიადაზე გამოსცადოს. როგორც ჩანს, დუპონს უკვე ყველამ აუნთო მწვანე შუქი - "ტულუზას" პრეზიდენტი და ფედერაციის ხელმძღვანელი თანახმა არიან. ვემზადებით იმისთვის, რომ სეზონის დასკვნითი ნაწილი დუპონის გარეშე ჩავატაროთ. - უგო მოალა.

სხვა სტატიები