DTECH-ის საჩუქარი ქართველ მსაჯებს
რაგბის განვითარებისა და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის ფონზე, ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბში, ასევე თამაშის მომსახურე პერსონალსა და მსაჯებისთვის აუდიო-სისტემების შეძენის აუცილებლობა გაჩნდა.
ძიების პროცესში კომპანია DTECH-ი რაგბის კავშირს არა მხოლოდ საჭირო აპარატურის მიწოდების, არამედ საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებას დაჰპირდა.
შეირჩა მოცემული მომენტისთვის საუკეთესო ფრანგული პროდუქცია, უმაღლესი ხარისხის Vogo Group-ის აუდიო სისტემები და სხვა საჭირო აპარატურა, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირის მსაჯებს კომპანია DTECH-მა საჩუქრად გადასცა. DTECH საქართველოში Vogo Group-ის ექსკლუზიური აუტორიზებული წარმომადგენელია.
მსაჯებს ჩაუტარდათ ტრენინგი, გაეცნენ ახალი აპარატურის მუშაობის ძირითად პრინციპებს და მას უკვე აქტიურად იყენებენ დიდი 10-ისა და საქართველოში გამართულ საერთაშორისო შეხვედრებში.
დიდი მადლობა DTECH-ს, რომელმაც უმაღლესი დონის პროფესიონალური სამსაჯო აპარატურის სრული კომპლექტი გადმოგვცა და ამით საქმე გაგვიიოლა. მანამდე ძალიან გვიჭირდა, რადგან ქარის, უამინდობის, ან სავსე ტრიბუნების შემთხვევაში მთავარი მსაჯის ხმა არ ისმოდა, vogo-ს აპარატურა კი მხოლოდ ჩვენს ხმაზე რეაგირებს. გადმოგვეცა ორი კომპლექტი, რომელსაც საქართველოში გამართულ საერთაშორისო შეხვედრებსა და დიდი 10-ის მატჩებში ვიყენებთ. ვიმედოვნებ თანამშრომლობა გაგრძელდება და სამომავლოდ ეს აპარატურა ყველა თამაშზე გვექნება. - საბა აბულაშვილი.
წყარო: rugby.ge